სრულიად ერთმნიშვნელოვანია საქართველოს დასავლელი პარტნიორების რეაქცია, საქებარი განცხადებები მხოლოდ კრემლის იდეოლოგებისგან ისმის – წერეთელი

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აშშ-ს კონგრესმენების მიერ ქართულ ოცნებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, აშშ-ს კონგრესმენების მორიგი განცხადება კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე ვითარებამდე მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და ასევე ევროკავშირთან დაახლოების მაგივრად ხდება ამ პროცესის სრული ტორპერიდება.

„ეს ყველაფერი არის მმართველი პარტიის პოლიტიკის შედეგი. ე.წ რუსული კანონის თავს მოხვევის, ოპონენტებისა და მშვიდობიან პროტესტში მონაწილეების მიმართ ძალადობის. ამ ვითარებას მხარს არ უჭერს და არ ეგუება, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი და სრულიად ერთმნიშვნელოვანია საქართველოს დასავლელი პარტნიორების რეაქცია.

ერთადერთი, ვისგანაც ისმის მოწონება და საქებარი განცხადებები, მხოლოდ კრემლის იდეოლოგები და ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან“- თქვა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიკონგრესმენების წერილში პირდაპირ წერია, რომ საქართველო იზოლირდება დასავლეთისგან – ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატია„ექსპო ჯორჯიადან“ მარჯანიშვილის მოედნისკენ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მსვლელობა დაიწყო