ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში – ამირეჯიბმა “იმედი” დატოვა

ტელეკომპანია “იმედს” “იმედის დილისა” და “იმედის დღის” წამყვანი, ეკატერინე ამირეჯიბი ტოვებს. მან განცხადება ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, მისი და კომპანიის თანამშრომლობა ჩიხში შევიდა. მისი თქმით, ვერ ხედავს საკუთარ თავს ვერცერთ არხზე.

ამირეჯიბი “იმედს” მადლობას უხდის მისცემული შესაძლებლობებისთვის.

“მიმდინარე ყოველდღიური მძიმე მოვლენების ფონზე, რამდენიმეკვირიანი ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, ვთლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში. მოცემულ ეტაპზე ვერ ვხედავ საკუთარ თავს ვერცერთ არხზე, ამიტომ ასე დასრულდა ეს ამბავი აქ და ახლა…

აქვე, მინდა გამოვრიცხო ყველანაირი შესაძლო არასწორი, თუ პრიმიტიული ინტერპრეტაცია. მიუღებელია !ნებისმიერი მხრიდან! ყველა ტიპის რადიკალური, ძალადობრივი, ისტერიული, ერთმანეთის უმოწყალო, უპირობო “გასამართლება-გამათრახებაზე” აგებული კამპანიები ყველგან, მათ შორის, სოც ქსელში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც ქუჩებში ხდება ბოლო დღეებია. ჩვენი ემოციურობა, რაოდენ გულწრფელი პატრიოტული მოტივებიც არ უნდა იდგეს ამის უკან, არც ერთ მხარეს არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ასეთ დროს გვესმოდეს მნიშვნელობა ყოველი სიტყვის, რომელიც კიდევ უფრო ძაბავს და აპირისპირებს ადამიანებს…

და ბოლოს, როცა გადაწყვეტილებას გააზრებულად იღებ, შეფასებებს გარედან აღარ ელი, ამიტომ უბრალოდ გიზიარებთ ამ ინფორმაციას და აქვე უდიდეს მადლობას ვუხდი მაყურებელს. მომიწევს, გავიხსენო საერთოდ რა ხდებოდა თქვენამდე და უთქვენოდ”, – წერს ამირეჯიბი.

banner
წინა სტატიაშიქადაგიძე: ბოლო 48 საათში აჩერებენ კურიერებს, უღებენ ფოტოებს, აჯარიმებენ 1000 ლარით
შემდეგი სტატიაფიშერი – საქართველოს შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს, ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის