„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ მიემართებიან, ისინი იქ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! – კი ევროპას!”
აქციის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მარჯანიშვილის მოედანზე კანონპროექტის სხვა მოწინააღმდეგეებს შეუერთდებიან და ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.