„კონგრესმენების წერილში პირდაპირ წერია, რომ საქართველო იზოლირდება დასავლეთისგან, ხაზი გასმულია ძალადობაზე სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, პირდაპირ წერია ლევან ხაბეშვილის სასტიკ ანგარიშსწორებაზე, საქართველო ახლა არის გზის გასაყარზე და ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელორუსიზაციასთან დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით – „გვსურს გამოვეხმაუროთ შეერთებული შტატების კონგრესის 29 წევრის წერილს. ასევე პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯერ სალივანის განცხადებებს. კონგრესმენებიც და ბატონი სალივანიც ალიან მკაფიოდ მიუთითებენ, რომ საქართველოში გვაქვს სერიოზული უკან დახევა დემოკრატიის თვალსაზრისით და ის, რასაც „ქართული ოცნება“, ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან, დემოკრატიასთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან, ასევე 2009 წლის შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან.
წერილში მითითებულია ივანიშვილის 29 აპრილის განცხადება, რომელიც შეერთებული შტატების მიერ აღქმულია როგორც სრულიად ახალი ეტაპი საქართველოს სამწუხარო განვითარებაში და მასში ცხადად არის საქართველოს იზოლაცია დასავლეთისაგან და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარება. ასევე ხაზი გასმულია ძალადობაზე, რომელსაც მიმართავს ივანიშვილის რეჟიმი და წერილში პირდაპირ არის საუბარი ძალადობაზე სამოქალაქო აქტივისტების მიმართ და მასში პირდაპირ არის ნახსენები ლევან ხაბეიშვილის სასტიკი ანგარიშსწორების შემთხვევა.
ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერისადმი და პარლამენტის წევრისადმი ასეთი მოპყრობა სრულიად გაუგონარია. და მესამე ეს არის ღიად ანტიდასავლური რიტორიკა და ქმედება, არა მხოლოდ ივანიშვილის განაცხადში, არამედ მას შემდეგ, რასაც მიმართავს ივანიშვილის რეჟიმი და პრემიერი კობახიძე, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს რა იქნება ამის ფასი. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას და ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს ის სანქციები, მათ შორის ფინანსური სანქციები, რომელიც ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაგდებაზე პასუხისმგებელ პირებს დაუწესდებათ და პირდაპირ არის ნათქვამი კონგრესმენების, რომ ივანიშვილის რეჟიმის ამ ქმედებებს პირდაპირ მიჰყავს საქართველო ბელორუსიზაციის გზით და წერილში ნახსენებია ბელორუსიის დემოკრატიული აქტი მიღებული კონგრესის მიერ თავისს დროზე, რომელიც სამწუხროდ აისახება არა მხოლოდ რეჟიმზე, არამედ ხალხზე და საუბარია იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს უზარმაზარი ზიანი.
ეს ზიანი შეიძლება იყოს სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხისთვის, უზარმაზარი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, ამიტომ საქართველო ახლა არის გზის გასაყარზე და ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელორუსიზაციასთან დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. უნდა შეწყდეს პირველ რიგში ძალადობა, რომელსაც სჩადის კრიმინალთან შეზრდილი სამართალდამცავ სტრუქტურები და პოლიცია, კანონი უნდა იყოს გაწეული და არანაირი კანონის მოდიფიცირება არ არის მისაღები ქართული საზოგადოებისათვის, რადგან კანონის შემოღების მოტივაცია სრულიად ნათელია, ეს არის საქართველოს მოწყვეტა დასავლეთიდან და რა თქმა უნდა, უნდა დაკმაყოფილდეს მინიმალური სტანდარტები, რომ ქართველ ხალხს მომდევნო არჩევნებში მიეცეს თავისი ნების სრულფასოვნად გამოხატვის საშუალება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მოსალოდნელი სანქციების ფონზე, ყველა მიმართულებით იქნას შეწყვეტილი ეს ანტიქართული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ქმედებები. უნდა შეწყდეს ძალადობა, ყველა დაკავებული უნდა გათავისუფლდეს და შეწყდეს საქმეები მათზე, აღიკვეთო ძალადობა როგორც პოლიციის ისე პოლიციასთან შეზრდილი ზონდერ ჯგუფების, კანონი უნდა იყოს უპირობოდ უკან გაწვეული და ქართველ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება ეს რეჟიმი შეცვალოს მშვიდობიანად მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა