ფიშერი – საქართველოს შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს, ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვა და მიიღო კანდიდატის სტატუსი, საქართველოს შეუძლია გაწევრიანება, მაგრამ ამისთვის უნდა აკმაყოფილებდეთ სტანდარტს, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოსა და მისი მთავრობის გადასაწყვეტია, რას მოიმოქმედებენ გაჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, მაგრამ მისი შეფასებით, ამ კანონით რთული იქნებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება, ევროკავშირში გაწევრიანება.

„დღეს აღვნიშნავთ ევროპის დღეს. ევროპა არის 27 სუვერენული სახელმწიფოს გაერთიანება. ისინი გაერთიანებულნი არიან განსაკუთრებულ კავშირში. ჩვენი დევიზია ერთიანობა და მრავალფეროვნება. ჩვენ აქ ვაჩვენებთ ჩვენს მრავალფეროვნებას. ეს არის ღია, თავისუფალი ადგილი, მაგრამ ჩვენ ასევე ერთიანი ვართ. ჩვენ გაერთიანებულნი ვართ მშვიდობის სურვილში. ჩვენი სურვილია დემოკრატია და კანონის უზენაესობა, საზოგადოების კარგი, ბედნიერი განვითარება. ჩანს, რომ ქართველები კმაყოფილები არიან ამით. ვფიქრობ, ქართველებს უყვართ ევროკავშირი. ჩვენ გვიყვარს საქართველო. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვა და მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს თქვენს კონსტიტუციაშია. საქართველოს შეუძლია გაწევრიანება, მაგრამ გაწევრიანებისთვის უნდა აკმაყოფილებდეთ სტანდარტს. ეს არის, რასაც ჩვენ განვიხილავთ საქართველოსთან და ვფიქრობ, ამას მივაღწევთ. ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ სტანდარტს. ეს არის მოკლე ფორმულა. კანონი არ აკმაყოფილებს სტანდარტს. ასე რომ, საქართველოსა და მისი მთავრობის გადასაწყვეტია, რას მოიმოქმედებენ ამ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ამ კანონით, რთული იქნებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება და ამ სახის კანონით რთული იქნება ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში – ამირეჯიბმა “იმედი” დატოვა
შემდეგი სტატიაკონგრესმენების წერილში პირდაპირ წერია, რომ საქართველო იზოლირდება დასავლეთისგან – ჭიაბერაშვილი