რუსეთმა იაპონიის პრემიერს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის წინააღმდეგ „მიუღებელი რიტორიკის” გამო, 63 იაპონელ მაღალჩინოსანს, ჟურნალისტსა და პროფესორებს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ სანქცირებულთა სიაში იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში, თავდაცვის მინისტრი ნობუო კიში და სხვა ოფიციალური პირები შედიან.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია
შემდეგი სტატიაევროკავშირი მოლდოვასთვის დამატებით სამხედრო დახმარებას განიხილავს – მიშელი