კახა კალაძე – ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია

ვფიქრობ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, – დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სასჯელის მოხდა მოუწევს.

„დავამშვიდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვეტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს სასჯელის მოხდა. ვიცით, რომ მას ექვსი წელი უკვე მიესაჯა. დანარჩენ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს. მას ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისგება აუცილებლად მოუწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო – კირილენკო
შემდეგი სტატიარუსეთმა იაპონიის პრემიერს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს სანქციები დაუწესა