ევროკავშირი მოლდოვასთვის დამატებით სამხედრო დახმარებას განიხილავს – მიშელი

ევროკავშირი მოლდოვასთვის დამატებით სამხედრო მხარდაჭერას განიხილავს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. ის ვიზიტით კიშინოვში იმყოფება.

“ჩვენ დავეხმარებით მოლდოვას გააძლიეროს მედეგობა და გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიის შედეგებს უკრაინაში. დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით. და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და კიბერშეტევების მოგერიებაში”, – დაწერა მიშელმა Twitter-ზე.

მიშელმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართული პრესკონფერენციის შემდეგ უარი თქვა დეტალებზე ესაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან არიდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა იაპონიის პრემიერს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიაკრემლის მაღალჩინოსანი 9 მაისის ორგანიზებისთვის მარიუპოლში ჩავიდა – უკრაინის დაზვერვა