რომის პაპმა ევროკავშირს Sea-Watch-სა და Sea-Eye-ზე მყოფი მიგრანტების მიღებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ევროკავშირის პოლიტიკოსებს მოუწოდა ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღონ ხმელთაშუაზღვაში მდებარე საქველმოქმედო გემებ Sea-Watch-სა და Sea-Eye-ზე მყოფი მიგრანტების შესახებ და ისინი დროულად მიიღონ. “დაჟინებით მოვუწოდებ ევროპელ ლიდერებს გამოიჩინონ ამ ადამიანების მიმართ კონკრეტული სოლიდარობა” – პაპმა ვატიკანში კვირას, 6 იანვარს თქვა – “დოიჩე ველე” წერს.

22 დეკემბრიდან 49 მიგრანტი საქველმოქმედო ორგანიზაციების გემებზე იმყოფებიან. ისინი ზღვაში გადაარჩინეს. როგორც გავრცელდა, ყველა მიგრანტი, რომელთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან, ლიბიაში ბანაკებში იმყოფებოდნენ.

იტალია და მალტა მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობენ. გერმანიამ 5 იანვარს განაცხადა, რომ “გადანაწილების შესახებ ევროპის კომპლექსური გადაწყვეტილების” ფარგლებში, ის მიიღებს გემებზე მყოფებს ადამიანებს.

banner
წინა სტატიაში7 იანვარს მიტროპილიტი ეპიფანე კიევში საშობაო ლიტურგიას ჩაატარებს
შემდეგი სტატია“ტამიფლუს” გამოყენება პროფილაქტიკის თვალსაზრისით კატეგორიულად მიუღებელია”