7 იანვარს მიტროპილიტი ეპიფანე კიევში საშობაო ლიტურგიას ჩაატარებს

სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსოფლიო პარტიარქმა ბერთლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს მიტროპოლიტ ეპიფანიას ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა – ამდაგვარად, დასრულდა ახალი ეკლესიია შექმნის პროცესი, რომელიც მეთხუთმეტეა მსოფლიოში.

უკვე 7 იანვარს მიტროპილიტი ეპიფანე კიევში საშობაო ლიტურგიას ჩაატარებს – პირველს, როგორც ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელი, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს მიერ არის აღიარებული.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ 5 იანვარს სტამბოლში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს მოაწერა ხელი. ხელმოწერის შემდეგ უკრაინელმა მღვდელმსახურებმა ეკლესიაში უკრაინული საშობაო სიმღერა იგალობეს. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ ბართლომეს მადლობა გადაუხადა, რომლის შემდეგადაც ეკლესიაში აპლოდისმენტები გაისმა. ამის შემდეგ პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს ორდენი “დამსახურებისთვის” გადასცა.

რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა ბართლომემ მართლმადიდებელ ქვეყნებს მოუწოდა უკრაინის ავტოკეფალია აღიარონ. მანამდე პოლონურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი თქვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე. სერბეთის ეკლესიამ კი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას პოლიტიკური პროექტი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიმალაიზიის მეფე 25 წლის რუს მოდელზე დაქორწინების შემდეგ ტახტიდან გადადგა
შემდეგი სტატიარომის პაპმა ევროკავშირს Sea-Watch-სა და Sea-Eye-ზე მყოფი მიგრანტების მიღებისკენ მოუწოდა