“ტამიფლუს” გამოყენება პროფილაქტიკის თვალსაზრისით კატეგორიულად მიუღებელია”

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ბესიკ შამუგიას განცხადებით, “ტამიფლუს” გამოყენება პროფილაქტიკის თვალსაზრისით კატეგორიულად მიუღებელია.

მისივე თქმით, პრეპარატს სერიოზული გვერდითი ეფექტები გააჩნია.

“გაუგებარია საქართველოში “ტამიფლუსთან” დაკავშირებული აჟიოტაჟი. ეს არის სერიოზული ანტივირუსული პრეპარატი, რომლის დანიშვნა შეუძლია მხოლოდ კვალიფიცირებულ ექიმს ავადმყოფის სიმპტომებიდან გამომდინარე, გრიპის ზუსტად დიაგნოსტირების შემთხვევაში. “ტამიფლუს” გამოყენება პროფილაქტიკის თვალსაზრისით კატეგორიულად მიუღებელია. პრეპარატის დანიშვნა ხდება მხოლოდ ექიმის კონტროლით. გარდა რეზისტენციისა, პრეპარატს გააჩნია სერიოზული გვერდითი ეფექტები”, – აცხადებს შამუგია.

banner
წინა სტატიაშირომის პაპმა ევროკავშირს Sea-Watch-სა და Sea-Eye-ზე მყოფი მიგრანტების მიღებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაზურაბ ერქვანია: ,,უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი და საქართველოს სეპარატისტული რეგიონები,,