ქობულეთსა და მიმდებარე სოფლებში წყალდიდობა

ქობულეთში მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე ქუჩა დატბორა.

დატბორილია სადგურის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის ქუჩა და ე.წ. გელაურის დასახლება.

ადგილობრივების განცხადებით, რუსთაველის ქუჩაზე დატბორილია ეზოები და სახლის პირველი სართულებიც.

“ადიდებულია მდინარე აჭყვა. მობილიზებულია ყველა სამსახური და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, წყლის საქაჩი სისტემა ამუშავებულია, მაგრამ წყლის რაოდენობა ძალიან დიდია. ჯავახიშვილის ქუჩაზე უკვე სახლებში შევიდა წყალი”, – განაცხადა გამგებლის მოადგილემ, მალხაზ რომანაძემ.

მეწყერული პოროცესები განვითარდა ქობულეთის რამდენიმე სოფელშ, სადაც მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ჩამოწვა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო რეჟიმზე გადადის
შემდეგი სტატიაერდოღანი ირანთან ერთად ქურთებთან ომისთვის ემზადება