ერდოღანი ირანთან ერთად ქურთებთან ომისთვის ემზადება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, ეროვნული მეჯლისის ახალი საკანონმდებლო წლის გახსნის გამო გამართულ მიღებაზე, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის მხრიდან 25 სექტემბერს ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ,,თურქეთი ყველაფრისთვის მზად არის,,
ერდოღანის განცხადებით, არმიის გენერალი ჰულუსი აკარი, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის საკითხზე განვითარებული მოვლენების განსახილველად ირანში გაემგზავრა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თვითონაც ირანს ვიზიტით 4 ოქტომბერს ეწვევა.
„ჩვენ ყველაფრისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, ისედაც მზად ვართ,“ აღნიშნა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთსა და მიმდებარე სოფლებში წყალდიდობა
შემდეგი სტატიალას ვეგასში დაღუპულთა რაოდენობა გაიზადა