ქალაქ წალენჯიხაში თვალთვაძის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ქალაქ წალენჯიხაში თვალთვაძის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ნიუ პასაჟი ასრულებს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 634 741 ლარს.

სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი. პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეები ისევ ქაბულში არიან – აეროპორტამდე მისვლა ვერ ხერხდება
შემდეგი სტატიაკოვიდბარათების გაცემა იწყება – როგორ შეძლებს მომხმარებელი დოკუმენტის აღებას