კოვიდბარათების გაცემა იწყება – როგორ შეძლებს მომხმარებელი დოკუმენტის აღებას

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდბარათების გაცემას იწყებენ. მომხმარებელს კოვიდბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. კოვიდბარათზე, პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.

კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიქალაქ წალენჯიხაში თვალთვაძის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი – ჩვენ გვჭირდება შეთანხმებების გზით სიარული, გავუფრთხილდეთ ამ მიღწეულ შეთანხმებას