საქართველოს მოქალაქეები ისევ ქაბულში არიან – აეროპორტამდე მისვლა ვერ ხერხდება

ქაბულში ამ დრომდე საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქე რჩება. მათი გამოყვანა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რადგან აეროპორტამდე მისვლა ვერ შეძლეს, სწორედ ამიტომ უკრაინული ბორტი, მათ გარეშე გამოფრინდა.

“ველოდებით ევაკუაციას ამ ბაზიდან, რომელზეც ვართ განლაგებული. დანარჩენი 6 კაცი უკვე აეროპორტშია და გველოდება ჩვენ, მაგრამ ჩენ ვერ გეტყვით, როდის მოხდება ჩვენი აეროპორტში გადაყვანა. არანაირი სიახლე არ არის, საქართველოს მთავრობისგან გვაქვს მხარდაჭერა, თვითმფრინავსაც გვიგზავნიან, ფრენის პრობლემაც არ არის, უბრალოდ პრობლემაა, რომ ჩვენ ვერ გადავდივართ აეროპორტში. ყოველ წუთას იცვლება ყველაფერი, უპროგნოზო სიტუაციაა, ვერ განვსაზვრღავთ”,-თქვა ქაბულში მყოფმა ქართველმა.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – ჩვენი სახელმწიფო მოწყობა არის საპარლამენტო ქვეყანა, რომელსაც სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი
შემდეგი სტატიაქალაქ წალენჯიხაში თვალთვაძის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო