ფოთის „ცხელების ცენტრში“ სამ პაციენტს, მათ შორის 7 თვის ბავშვს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ „ცხელების ცენტრში“ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

მათგან ყველაზე პატარა 7 თვის გოგონაა. სამივე პაციენტი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

ცენტრში ამ დროისათვის ორი პაციენტი რჩება.

„სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და გაეწერნენ. ესენი არიან: 7 თვის გოგონა, 14 წლის ბიჭი და 55 წლის მამაკაცი. ამჯერად კლინიკაში გვყავს ორი პაციენტი – 47 წლის ქალი ლანჩხუთიდან და 11 თვის გოგონა ფოთიდან. მათ დილით აუღეს ტესტი და ველოდებით პასუხს“ – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან ქვემო ბოლნისში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება
შემდეგი სტატიაქუთაისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მუშაობა განახლდა