ქუთაისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მუშაობა განახლდა

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა. დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებს. მიკროავტობუსებში მგზავრებს ფეხზე დგომის უფლება არ ექნებათ.
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გუშინ შეამოწმა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მუნიციპალური ტრანსპორტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ერემეიშვილის ინფორმაციით, ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება, გაკონტროლდება მგზავრთა რაოდენობა.

დღეიდან ასევე მუშაობა განაახლა ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა, სადაც ყველა საჭირო წესია დაცული, ტერიტორია და გაშლილი სივრცე კი, საშუალებას იძლევა, რეკრეაციულ ზონაში ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანი შევიდეს.​ ერემეიშვილის ინფორმაციით, ადგილზე გაკონტროლდება სოციალური დისტანცირების პროცესიც.

დღეიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც ამუშავდა. მგზავრობისას აუცილებელი იქნება კონკრეტული წესების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება.

banner
წინა სტატიაშიფოთის „ცხელების ცენტრში“ სამ პაციენტს, მათ შორის 7 თვის ბავშვს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაპირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა