დღეიდან ქვემო ბოლნისში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება

დღეიდან ქვემო ბოლნისში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება. შემოწმება 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება.

როგორც ბოლნისის მერი აცხადებს, პისიარ ტესტებით გაფართოებული კვლევა საშუალებას იძლევა სიტუაცია მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ იყოს. გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომლის კონტაქტებიც დადგენილია და ისინი შესაბამის დაწესებულებებში არიან გადანაწილებულები.

სულ ბოლნისში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 165 შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაშიტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის ციხეში თავი მოიკლა
შემდეგი სტატიაფოთის „ცხელების ცენტრში“ სამ პაციენტს, მათ შორის 7 თვის ბავშვს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა