პანამური დოკუმენტების“ საქმის ფიგურანტებს გირაოთი გაათავისუფლებენ

პანამის სასამართლოს გადაწყვეტილებით, იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ს დამფუძნებლები – იურგენ მოსსაკა და რომან ფონსეკუ დღეს 500 ათასი დოლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან. ისინი მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს ფულის გათეთრების ბრალდებით. Mossack Fonseca ფირმებს ოფშორში არეგისტრირებდა. კომპანია საერთაშორისო სკანდალში გასულ წელს გაეხვა – მედიაში მისი მილიონობით დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც ფირმის კლიენტებზე და მათ მიმართ განხორციელებულ ოპერაციებზე იყო საუბარი. კომპანიის კლიენტებს შორის არიან სახელმწიფოს მეთაურები და სხვა ცნობილი ადამიანები.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველო ერთ თვეში ირანის გაზის შესყიდვაზე შეთანხმებას გააფორმებს