სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს

მმართველი ძალა არ ცვლის კონსტიტუციას საკუთარი სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე- ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ამ წუთებში საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც ცვლილებათა პაკეტს უნდა უყარონ კენჭი.

ირაკლი კობახიძემ კომისიის მუშაობა შეაჯამა და განაცხადა, რომ შექმნილი დოკუმენტი სრულად პასუხობს კომისიის მიერ წინასწარ დასახულ მიზნებს.

„მმართველი ძალა არ ცვლის კონსტიტუციას საკუთარი სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე და საკუთარი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი: აშშ-ს სპეცრაზმმა “ისლამური სახელმწიფოს” მეთაური იპოვა და მოკლა
შემდეგი სტატიაპანამური დოკუმენტების“ საქმის ფიგურანტებს გირაოთი გაათავისუფლებენ