საქართველო ერთ თვეში ირანის გაზის შესყიდვაზე შეთანხმებას გააფორმებს

საქართველო ერთი თვის განმავლობაში ირანიდან გაზის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას გააფორმებს – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გოლამრეზ ბაგერი მოგადამმა განაცხადა – წერს “კავკაზ-ონლაინი”.

საქართველოში 18 აპრილს ჩასულმა ირანის საგარეო უწყების მეთაურმა ჯაფად ზაბირმა განაცხადა, რომ საქართველომ უკვე შეისყიდა ირანული გაზი, თუმცა მისი ირანიდან იმპორტირება ჯერ არ მომხდარა.
გოლამრეზ ბაგერ მოგადამმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური მომავალ კვირას გაზთან დაკავშირებით ირანს ეწვევა.
გასული წლის ივლისში ირანის ეროვნული გაზის ექსპორტის კომანიის დირექტორმა ალირეზა კამელმა განაცხადა, რომ ირანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს 40 მილიონი კუბომეტრი გაზის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას. კამელმა აღნიშნა, რომ საქართველოდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა კერძო კომპანიამ Georgian International Energy Corporation. იმავე წელს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრომ მსგავსი ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცის და რომ საქართველოს მთავრობას გაზის მიწოდებაზე კონტრაქტი არ გაუფორმებია.

მიმდინარე მომენტში საქართველოს გაზს აზერბაიჯანიდან იღებს.

banner
წინა სტატიაშიპანამური დოკუმენტების“ საქმის ფიგურანტებს გირაოთი გაათავისუფლებენ
შემდეგი სტატია(ვიდეო) უკრაინელ მინისტრს საპატრიარქოში “Океан Эльзы”-ს სიმღერებით დახვდნენ