ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს.

ამავე ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსზე ტესტირება გასულ დღე-ღამეში 238 ადამიანს ჩაუტარდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 2430-ს შეადგენს. 1087 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ 500 ადამიანზე გათვლილი საველე საავადმყოფო გამოუყოს, შესაბამისი აპარატურით, საჭირო მედიკამენტებითა და მედპერსონალით.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თხოვნა, ოკუპირებულ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესებითა და კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდით აიხსნება.

გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატებმა თვითაღიარებულ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართეს, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვები გააფართოვონ.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში სკოლის დირექტორს 11 წლის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაზურაბ ნოღაიდელი : ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არასდროს შევხვედრივარ