მარნეულში სკოლის დირექტორს 11 წლის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს სკოლის დირექტორს 11 წლის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ.

ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

“მარნეულში, სოფელ ულაშლოს სკოლის,დირექტორმა უკაცრავად სკოლის იმპერატორმა 11 წლის სკოლის მოსწავლეს სცემა! გავიგე, რომ ახლა პოლიციაში გამოკითხვაზე არიან”, – წერს ბაირამოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ შესაძლო ძალადობაზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ფორმულას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა საქართველოს მედიკამენტები, სუნთქვის აპარატები და pcr ტესტები გადმოსცა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა