ნიდერლანდელი ექიმი 49 ბავშვის მამა აღმოჩნდა

ნიდერლანდებში სკანდალი დაიწყო ექიმის ირგვლივ, რომელიც ქალაქ როტერდამის კლინიკაში ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პროცედურებს ატარებდა. დნმ-ის ტესტებმა აჩვენა, რომ ის 49 ბავშვის “მამაა” – AFP წერს.

ექიმი იან კარბაატი, რომელიც 2017 წელს გარდაიცვალა, ათეულობით ბავშვის მამა აღმოჩნდა. ის საკუთარ სპერმას შერჩეული დონორის სპერმის ნაცვლად იყენებდა. “49 ბავშვი გარდაცვლილი კარბაატის პირდაპირი შთამომავლები არიან” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ამ ფაქტის ირგვლივ გავრცელდა.
ექიმმა, რომელიც 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, სიკვდილის წინ აღიარა, რომ ის 60-მდე ბავშვის მამა გახდა კლინიკაში, რომელიც 2009 წელს დაიხურა მას შემდეგ რაც დარღვევებზე გავრცელდა.
სავარაუდოდ, ექიმი უფრო მეტი ბავშვის მამაა, რადგანაც მისი სპერმა სხვა კლინიკებშიც იგზავნებოდა.

banner
წინა სტატიაშიზონდერების პოლიტიკური მოგზაურობა და მათ იმედად დარჩენილი “ოცნება” ირაკლი ფაცაციას მაგალითზე
შემდეგი სტატიასლოვაკეთი: ჟურნალისტი და მისი საცოლე ყოფილმა სამხედრომ მოკლა