სლოვაკეთი: ჟურნალისტი და მისი საცოლე ყოფილმა სამხედრომ მოკლა

ყოფილმა სამხედრო პირმა მიროსლავ მარჩეკმა აღიარა, რომ მან მოკლა ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი საცოლე მარტინა კუშნიროვი – გამოცემა Aktuality წერს. მარეკმა თქვა, რომ სწორედ მან ესროლა წყვილს. გარდა ამისა, მას სხვა საქმეებშიც ედება ბრალი.
გასული წლის 26 თებერვალს ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი მეგობარი გოგო ჟურნალისტის სახლში იპოვეს მოკლულები. პროკურატურის ვერსიით, სავარაუდოდ, საქმე ჟურნალისტის გამოძიებასთან არის კავშირში – კუციაკი იტალიური მაფიის კლანების საქმეს იძიებდა სლოვაკეთში.

banner
წინა სტატიაშინიდერლანდელი ექიმი 49 ბავშვის მამა აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაგერმანიის თავდაცვის სამინისტრო სამ ახალ სამთავრობო თვთმფრინავს შეიძენს