ზონდერების პოლიტიკური მოგზაურობა და მათ იმედად დარჩენილი “ოცნება” ირაკლი ფაცაციას მაგალითზე

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გმობს, მაგრამ სინამდვილეში, ზუსტად ისე იქცევა, როგორც თავის დროზე „ნაცმოძრაობა“ იქცეოდა, ანუ „ოცნება“ ოპონენტებს იგივე და, შესაძლოა, უარესი მეთოდებითაც უსწორდება, რომელ მთოდებსაც ის ხელისუფლება იყენებდა, რომელი ხელისუფლებაც ხალხმა სახლში იმ იმედით გაუშვა, რომ ახალი სახელისუფლებო გუნდი საკუთარ ხალხზე აღარ იძალადებდა. მაგრამ როგორც ყველა სხვა, ოცნებამ, ამ “ოცნებამაც”, როგორც იტყვიან, ჩაილურის წყალი დალია.

ზოგადად, „ოცნებას“ ყოფილი ხელისუფლების „ზონდერები“ რომ შეერწყნენ, ამაში ახალი არაფერია. უფრო მეტიც, „ოცნების“ თავმჯდომარე იმაში ცუდს ვერაფერს ხედავს, მაგალითად, ვანო ზარდიაშვილი ან, სულაც, ლევან მურუსიძე „ოცნების“ სახე რომ არის. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში ერთხელ კიდევ მიანიშნა, რომ „მონსტრი“ სააკაშვილი იყო, თორემ ყველა დანარჩენი, ვინც ადამიანის უფლებებს ლახავდა, იმ რეჟიმისგან ისევეა დაზარალებული, როგორც ისინი, ვისი უფლებებიც მაშინ შეილახა.
მურუსიძე და ზარდიაშვილი იქით იყვნენ და ის, რაც გუშინ, საღამოს, ზუგდიდში მოხდა, ზუსტად იმ მოვლენების განმეორებაა, რაც 2012 წელს ხდებოდა, თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის „ზონდერები“, რომლებიც მაშინ „ნაციონალების“ ინტერესებს იცავდნენ, დღეს ისეთივე გულხმურვალე აღტკინებით იცავენ „ოცნების“ ინტერესებს.

კონკრეტულად, საუბარია ირაკლი ფაცაციაზე, რომელიც 2012 წელს, ყაზბეგში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს პროვოკატორებს ეძახდა და დედას აგინებდა. სხვათა შორის, ამის შესახებ „თაიმერი“ ჯერ კიდევ მაშინ წერდა, როცა ითქვა, რომ ფაცაცია შესაძლოა, ზუგდიდის პოლიციის უფროსად დანიშნულიყო.

„ოცნების“ უკვე ყოფილი წევრები, რომლებიც 6-წლიან უიმედობაზე ხმამაღლა საუბრობენ, აცხადებენ, რომ ფაცაცია იმ დროს „ზონდერობდა“ და პარტია “ქართული ოცნების” აქტივისტებს ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდა,“ – წერდა „თაიმერი“ გასული წლის აპრილში. მაშინ ჩვენს მკითხველს „tv 9“-ის ვიდეომასალაც შევთავაზეთ, სადაც თვალნათლივ ჩანს ირაკლი ფაცაციას ქმედებები. ფაცაცია, რომელიც გალიდან არის, 2012 წელს ყაზბეგის რაიონში პოლიციის უფროსად მუშაობდა.

გუშინ, როგორც მოგეხსენებათ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის დროს, პარტიის წევრები და აქტივისტები – ანი წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მათ ბრალი ხულიგნობაში ედებოდათ. ამ დროისთვის სამივე მათგანი გათავისუფლებულია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ფაცაცია და მისი რაზმი ზუსტად იმ მეთოდებს იყენებდა აღნიშნული პირების დასაკავებლდ, რა მეთოებითაც 2012 წელს „ოცნების“ აქტივისტებს უსწორდებოდა.

ეს კი იმის ნათელი მაგალითია, რომ „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ ყოფილი „ზონდერების“ იმედად არის დარჩენიილი, თუმცა „ოცნებამ“ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებიდან წავა და მართვის სადავეები სხვა პოლიტიკური ძალის ხელში გადავა, ფაცაცია „ოცნებასაც“ ისეთივე წარმატებით დაუწყებს გინებას, როგორც ახლა თავის გამზრდელ „ნაცმოძრაობას“.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

 

 

banner
წინა სტატიაშიმანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიანიდერლანდელი ექიმი 49 ბავშვის მამა აღმოჩნდა