მშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტი თბილისში – შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში სამშობიარო სახლ „ნინოში“ 35 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლის მშობიაორბიდან ორი საათის შემდეგ სისხლდენა დაეწტო და ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, მშობიარე ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს ექსპერტიზა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში ორი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
შემდეგი სტატიამამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, სამართალდამცავებმა დააკავეს