მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, სამართალდამცავებმა დააკავეს

სამართალდამცავებმა სვანეთში ერთი მამაკაცი დააკავეს, საუბარია მამაზე, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილი სამართამდალცავებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე დაიჭირეს. აღნიშნული მუხლი იძულებას გულისხმობს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამას რვა შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი იანვარში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, დევნოზაშვილი დაახლოებით ორი კვირის წინ დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიმშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტი თბილისში – შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია4 ლიტრი სისხლი ჰქონდა დაკარგული – გარდაცვლილი ქალის ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს