მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 55-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 358 კოვიდინფიცირებულიდან 55 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„4 358 ინფიცირებულიდან 55 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, მათ შორის ცხრა კოვიდინფიცირებული ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 41 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი კრიტიკულია.

„რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, ამჟამად მკურნალობს 41 კოვიდინფიცირებული, მათგან ხუთის მდგომარეობა არის მძიმე, ერთი კრიტიკულია, სხვა პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გვყავს ბავშვებიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 348 აჭარაში, 99 კი თბილისში გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგორში, სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით კიდევ 53 ბავშვი შეიყვანეს