გორში, სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით კიდევ 53 ბავშვი შეიყვანეს

გორში, სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ ბოლო 24 საათის განმავლობაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით კიდევ 53-მა პაციენტმა მიმართა. 26 რჩება სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დანარჩენებმა, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, დატოვეს კლინიკა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში კლინიკას სულ 100-ზე მეტმა ბავშვმა მიმართა. ყველა მათგანს ერთი და იგივე სიმპტომები ჰქონდა.

ინტოქსიკაციის ჩივილებით ბავშვები არა მხოლოდ კომბინატის დასახლებიდან, არამედ გორის სხვადასხვა უბნებიდან და გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლიდანაც არიან. რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი, უცნობია.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პირველადი კვლევის შედეგით, წყალი სასმელად ვარგისია.

სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით გუშინ 50-მდე ბავშვი შეიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიმკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 55-ის მდგომარეობა კრიტიკულია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში ვარდების სათბური აშენდა