საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 348 აჭარაში, 99 კი თბილისში გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარას, 99 თბილისს, 59 კი იმერეთს უკავშირდება.

„დაფიქსირდა 549 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი აქედან 209 აჭარაში. ახალი შემთხვევებიდან აჭარაში გამოვლინდა – 348, დაახლოებით 63 პროცენტი, თბილისში – 99, იმერეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში -19, მცხეთა მთიანეთში -10. დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. გამოჩნდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, გურიასა და კახეთში 3-3 შემთხვევა, შიდა ქართლში -4, ოთხი, ქემო ქართლში – ერთი, სამცხე ჯავახეთში – ერთი“, – განაცხადა ენდელაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის ბაღები ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა
შემდეგი სტატიამკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 55-ის მდგომარეობა კრიტიკულია