მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის კლინიკური სიმპტომების გამოვლენა უმეტესწილად ინკუბაციური პერიოდის 6-8 დღეში ხდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის კლინიკური სიმპტომების გამოვლენა უმეტესწილად ინკუბაციური პერიოდის 6-8 დღეში ხდება.

მარინა ეზუგაბაიას თქმით, ამ ეტაპზე, საკარანტინო პერიოდის 8 დღემდე შემცირების გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„პაციენტები კარანტინში იმყოფებოდნენ 12-14 დღე, მე-13 დღეს კეთდებოდა კვლევა. კორონავირუსის ინფექცია, შესაძლოა, გამოვლენილიყო მერვე დღეზე, ეს არავინ არ იცის როდის ხდება.

ინკუბაციური პერიოდი ვიცით, რომ 14 დღემდეა, ყველზე მეტი რაოდენობით სიმპტომების გამოვლენა საშუალო მაჩვენებლით 6-8 დღე გახლავთ.

კარანტინის პერიოდის 8 დღეზე შემცირების გადაწყვეტილება არ არის მიღებული. გაკეთდება ქვეყანაში ანალიზი“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარანტინის დღეების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს.

გამყრელიძის თქმით, გამორიცხული არ არის, 12-დღიანი საკარანტინო რეჟიმი 8 დღემდე შემცირდეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია „ღირსეული პარტნიორი 2020“-ზე: საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და, საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : მოსახლეობის მიერ რეგულაციების სწორად შესრულება თუ მოხდება, არ მგონია, კარანტინზე იყოს საუბარი