მარინა ეზუგბაია : მოსახლეობის მიერ რეგულაციების სწორად შესრულება თუ მოხდება, არ მგონია, კარანტინზე იყოს საუბარი

მოსახლეობის მიერ რეგულაციების სწორად შესრულება თუ მოხდება, არ მგონია, კარანტინზე იყოს საუბარი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობამ ყველა ის წესი უნდა დაიცვას, რომელსაც ეპიდემიოლოგები გასცემენ.

„არ მგონია, კარანტინის გამოცხადებაზე იყოს საუბარი, რადგან მყისიერად ხდება თანაზომიერი ღონისძიებების გატარება. ქვეყანას აქვს სიმძლავრეები, რომლითაც შეგვიძლია გამოვავლინოთ პაციენტები და მათი იზოლაცია მოახდინონ. თუ მოსახლეობა სწორად გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას – ვატარებთ პირბადეს და დავიცავთ ხელების ჰიგიენას და დისტანცირების წესებს, დაავადებაში ყველაფერი კონტროლირებადი და მართვადი იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაიას განცხადებით, მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის კლინიკური სიმპტომების გამოვლენა უმეტესწილად ინკუბაციური პერიოდის 6-8 დღეში ხდება
შემდეგი სტატია“3 წელი არ არის ცუდი, რადგან ჩოლოიანის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ის იყო აბსოლუტურად უდანაშაულო” – ლუკა სირაძის ძმა