მარინა ეზუგბაია : სამი ახალი პაციენტიდან ორი საკარანტინო სივრციდან არის, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას გნაცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდან არის, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს.

„საქართველოში გუშინდელი მონაცემებით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 911, დაგვემატა სამი ახალი შემთხვევა და გვყავს 914. გამოჯანმრთელებულების რიცხვიც სამით გაიზარდა და გახდა 771.

სამი ახალი შემთხვევიდან, ორი არის შემოტანილი შემთხვევა, საკარანტინო ზონიდან, ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 129 პაციენტი მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშინოდარ მელაძის პირველი კომენტარი სუსში მისვლის შემდეგ
შემდეგი სტატიაპაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ყარაჯალაში დაუდასტურდა, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, მისი მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა