ნოდარ მელაძის პირველი კომენტარი სუსში მისვლის შემდეგ

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სუსში მივიდა. როგორც მან განაცხადა, კითხვები, შესაძლოა, დაუსვან შაბათს „ტვ პირველის“ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ბოკოვს უკავშირდება.

„ტვ პირველმა“ შაბათის ეთერში მოამზადა ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძიებო მასალა. ის დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ზუსტად ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხა არც სუსმა და არც პროკურატურამ. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ სუსიდან გამომძიებელმა დამირეკა და მითხრა, რომ გაჩნდა კითხვები ჩემს მიმართ. ჯერ მე დამირეკეს, შემდეგ გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს.

მათ კარგად იციან, რომ ჟურნალსიტებს იცავთ კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით. არ გვაქვს ვალდებულება დავასახელოთ წყაროები. ველოდები რა კითხვები ექნებათ, მეც ძალიან მაინტერესებს“,- განაცხადა მელაძემ.

მისივე თქმით, თუ გამომძიებელს კითხვები სიუჟეტის მიღმა ექნება, რომელიც აღნიშნულ საქმეს უკავშირდება, მაშინ იგი გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვს. ​

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ მოადგილეებს, გამგებლებსა და სამსახურის უფროსებს მიმართა, რომ თანამშრომლები მაქსიმალურად დატოვონ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : სამი ახალი პაციენტიდან ორი საკარანტინო სივრციდან არის, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია