პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ყარაჯალაში დაუდასტურდა, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, მისი მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკას გუშინ ერთი ახალი პაციენტი დაემატა, ხოლო ორი კი გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა და დაავადების პროგრესირება შეინიშნება.

საუბარია პაციენტზე, რომლის ინფიცირების წყაროც ჯერჯერობით უცნობია და პირველწყაროს მოსაძიებლად ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

მას ვირუსი სოფელ ყარაჯალაში დაუდასტურდა.

„გუშინ ჩვენთან მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი შემოვიდა, გამოჯანმრთელდა ორი, დღეს გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა პროგნოზულად ჯერჯერობით სერიოზულია, რადგან მას აქვს მძიმე პნევმონია და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს. არსებული კვლევები, მონაცემები ადასტურებს, რომ სიტუაცია საშუალოზე მძიმეა. ვნახოთ, არსებული მკურნალობის ფონზე შემდგომი პროგნოზი შეიძლება, მომდევნო დღეების მონაცემებით გითხრათ. პაციენტის წყაროების კვლევა გრძელდება და იმედია, პირველწყაროს დადგენა რთული არ იქნება“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : სამი ახალი პაციენტიდან ორი საკარანტინო სივრციდან არის, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია
შემდეგი სტატია„თბილისის მიკროავტობუსი“ – კომპანიის ელფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და რამდენიმე მედიასაშუალებას დაეგზავნა ცრუ ინფორმაცია