მარინა ეზუგბაია : პირველად ჩვენს ცენტრში მოხდა არაინვაზიური ვენტილაცია, რაც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა

პირველად ჩვენს ცენტრში მოხდა არაინვაზიური ვენტილაცია და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ხუთი კრიტიკული პაციენტი გვყავდა და პირველად ჩვენს ცენტრში მოხდა არაინვაზიური ვენტილაცია, თითქმის ყველა პაციენტთან იყო გამოყენებული ეს რეჟიმი და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც მიმდინარეობს.

„გუშინ ჩვენთან მოთავსდა ერთი ახალი პაციენტი, რომლის წყაროც დადგენილი არ არის. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ბოლო 24 საათში გამოვლინდნენ, როგორც ვიცი, არსებული წყაროების კონტაქტებია. მხოლოდ ჩვენთან არის მოთავსებულია ისეთი, რომელსაც სჭირდება წყაროს დადგენა. ერთი პაციენტის ტესტს დაველოდებით დღის მეორე ნახევარში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში მცხოვრებ 70 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიალევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 15 პაციენტი დატოვებს