ლევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 15 პაციენტი დატოვებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკას 15 პაციენტი დატოვებს.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში 104 პაციენტი მკურნალობს, მათგან ინფიცირებულია 86.

„დღეს, ლუგარის ლაბორატორიიდან 17 უარყოფითი ტესტის პასუხი მივიღეთ. უახლოეს საათებში, დატოვებს დაახლოებით 15 პაციენტი კლინიკას. რეანიმაციული პაციენტი არის რვა, დამატებით ახალი არ დამატებია. აქედან გუშინ გითხარით, რომ სამი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. დღეს, ორი რჩება, ერთის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. კონტროლდება ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება სხვა განყოფილებაში არსებულ პაციენტებს, გითხარით, რომ 17 პაციენტს, რომელსაც ველოდებოდით პასუხებს და ჩატარებულია კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ვამზადებთ გასაწერად და იმედია, უარყოფითი მოვა 13 პაციენტზე განმეორებითი შედეგი და დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, დღეს კლინიკას ორი ახალი პაციენტი დაემატა.

„ჩატარებული კლინიკური კვლევებიდან, ამ ეტაპამდე მათთან არანაირი პათოლოგიური ცვლილება არ დასტურდება. აგრძელებენ დაკვირვებას და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას კლინიკაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : პირველად ჩვენს ცენტრში მოხდა არაინვაზიური ვენტილაცია, რაც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა დააკავეს