ქობულეთში მცხოვრებ 70 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში 70 წლის ქალს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

იგი ე.წ. ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული და ქალაქ ქობულეთში ცხოვრობს.

წუხელ ბათუმში სულ 180 ანალიზი გამოიკვლიეს, მათგან მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაში იყო დადებითი პასუხი.

„180 გამოკვლეულიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. 70 წლის ქალი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. იგი თვითიზოლაციაში იყო და მხოლოდ ოჯახის ერთ წევრთან ჰქონდა კონტაქტი“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.

ინფიცირებული კლინიკა „მედალფაში“ გადაჰყავთ.

ის ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 35-ე კონტაქტია, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა.

საქართველოში ამ დროისთვის ლაბორატორიულად კორონავირუსის 431 შემთხვევა არის დადასტურებული.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 22 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი საყურადღებოა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : პირველად ჩვენს ცენტრში მოხდა არაინვაზიური ვენტილაცია, რაც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა