მარინა ენდელაძე – ნუ ავყვებით რაღაც ინფორმაციებს, აუცილებლად უნდა ავიცრათ

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს და მოსახლეობას, ნუ ავყვებით რაღაც ინფორმაციებს, აუცილებლად უნდა ავიცრათ, რადგან ეს არ არის მავნე, – ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტი უნდა აიცრას.

„გილოცავთ, ვაქცინაცია დაიწყო. იმედია, აქტიურად შემოვა და მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრება წლის ბოლომდე. მინდა, მოვუწოდო ჩემს კოლეგებს და სრულიად მოსახლეობას, ნუ ავყვებით რაღაც ინფორმაციებს, აუცილებლად უნდა ავიცრათ, ეს არ არის მავნე. გვერდითი მოვლენები დავუშვათ უფრო მეტი აქვს მიწის თხილს, რომლის მირთმევამაც შესაძლოა, უფრო მწვავე ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ. სასიამოვნოა, რომ გამოითქვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვაქცინა თრომბოემბოლიებთან კავშირში არ ყოფილა. ის ქვეყნებიც აღადგენენ მის გამოყენებას, რომლებმაც ორი კვირით შეაჩერეს. მე პირადად სხვა ვაქცინებს ვენდობი, მათ შორის ჩინურ ვაქცინასაც. დიახ, ვაქცინაცია არის ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის აცრა მოხდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი – ფაქტია, რაც არ უნდა მონდომებული იყოს მედიატორი და ოპოზიცია, შეთანხმებას სჭირდება ორი მხარე