სალომე სამადაშვილი – ფაქტია, რაც არ უნდა მონდომებული იყოს მედიატორი და ოპოზიცია, შეთანხმებას სჭირდება ორი მხარე

ფაქტია, რაც არ უნდა მონდომებული იყოს მედიატორი და ოპოზიცია, ამ შეთანხმებას სჭირდება ორი მხარე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა.

სალომე სამადაშვილი მიესალმება მედიატორის გადაწყვეტილებას საქართველოში დარჩენასთან დაკავშირებით.

„ერთი რამ ფაქტია, რომ ოპოზიციას აქვს პოლიტიკური ნება, რომ ეს შეთანხმება შედგეს. ჩვენ სწორედ ამ სულისკვეთებით ვაწარმოებთ ამ მოლაპარაკებებს. დღეს მესამე დღეა. გუშინ „ქართული ოცნების“ განცხადებამ ​საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ეს მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უშედეგოდ დასრულებულიყო. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ მედიატორმა გადაწყვიტა, დარჩენილიყო საქართველოში, ის არ აპირებს, რომ ბრიუსელში ხელცარიელი ჩასვლის შესაძლებლობა მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მაგრამ ფაქტია, რაც არ უნდა მონდომებული იყოს მედიატორი და ოპოზიცია, ამ შეთანხმებას სჭირდება ორი მხარე და შესაბამისად, გააჩნია, ხელისუფლება დღეს როგორ და რა პოზიციით წარდგება ამ მოლაპარაკებებზე. ამაზეა დამოკიდებული ამ მოლაპარაკებების ბედი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ენდელაძე – ნუ ავყვებით რაღაც ინფორმაციებს, აუცილებლად უნდა ავიცრათ
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – ჩემთვისაც მოულოდნელი, მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა დღეს მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგრამ შეთანხმების შესაძლებლობა ყველაფერზე არსებობს