საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 328 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 730 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 275, ხოლო პისიარტესტით – 4 455.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 1,16%, ბოლო 14 დღის – 1,53%, ბოლო 7 დღის – 1,41%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 275 148 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 565 გამოჯანმრთელდა, 3 650 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 211, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 358 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 131 პირი.

ამასთან, 14 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამარინა ენდელაძე – ნუ ავყვებით რაღაც ინფორმაციებს, აუცილებლად უნდა ავიცრათ