ლვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი 34-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი – 34-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი „ტელეგრამში“ წერს, რომ რუსებმა“კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 მათგანი ჩამოაგდეს.

„ოთხი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. თავდასხმის დროს ისინი ყველა სახლში იმყოფებოდნენ. დაშავდა 34 ადამიანი. დაზიანდა 30-მდე სახლი და 50-ზე მეტი ავტომობილი“, – აცხადებს გუბერნატორი.

banner
წინა სტატიაშიარის პროგრესი, მაგრამ არის სასტიკი ბრძოლები – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიასაგარეჯოში ენმ-ს ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ