არის პროგრესი, მაგრამ არის სასტიკი ბრძოლები – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინამ კონტრშეტევაში პროგრესს მიაღწია.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სასტიკი ბრძოლები ისევ გრძელდება.

„რუსეთს ბევრი თავდაცვითი ხაზი აქვს წინასწარ მომზადებული. რა თქმა უნდა, ამან გავლენა მოახდინა პროგრესის ტემპზე“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ომების პროგნოზირება რთულია, მაგრამ უკრაინელები აგრძელებენ ზეწოლას და აგრძელებენ გარკვეულ პროგრესს.

banner
წინა სტატიაშისატელიტურ ფოტოებზე გამოჩნდა ზაპოროჟიეს IV ელექტროსადგურის სახურავზე ახალი ობიექტები
შემდეგი სტატიალვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი 34-მდე გაიზარდა