საგარეჯოში ენმ-ს ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ

საგარეჯოში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ.

ნაციონალური მოძრაობა საგარეჯოში საპენსიო რეფორმას წარადგენდა ამომრჩეველთან, როდესაც მმართველი გუნდის მხარდამჭერები გამოჩნდნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ისინი ქვებს ისვრიან და იგინებიან. ქვებს ესვრიან ჟურნალისტებსაც.

“ეს კიდევ ერთხელ არის სუს-ის, ქართული ოცნების, რუსი ოლიგარქის ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციონერებზე. ნახეთ, რამხელა ქვებს ისვრიან. პენსიონერებთან არის შეხვედრები, ეს რომ ვინმეს მოხდეს, სასიკვდილოდ იმეტებენ”, – ამბობს ირაკლი ნადირაძე.

banner
წინა სტატიაშილვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი 34-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: სუს-ის “ნასედკები” და საჯარო მოხელეები პენსიონერებს ქვებს ესვრიან