ლევან რატიანი : კორონავირუსისგან მეორე ორსულიც გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოს დღეს დატოვებს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან მეორე ორსულიც გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოს დღეს დატოვებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.

საერთო ჯამში კი, მისი თქმით, კლინიკიდან დღეს სამი განკურნებული პაციენტი გაეწრება.

„დღეს ჩვენს კლინიკიდან ეწერება მეორე ორსული კოვიდ ვირუსის გარეშე. აქედან გამომდინარე, დამატებითი კვლევების შედეგად, როგორც ირკვევა კლინიკაში დღეს კიდევ ორი გამოჯანრმთელებული პაციენტი გვყავს, ჯამში სამი პაციენტი დატოვებს კლინიკას“ , – განაცხადა რატიანმა.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 74-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ
შემდეგი სტატიალევან რატიანი : იტალიაში რაც ხდება, გამოიწვია ღლიცინმა, სამი მიცვალებული გვყავს ამ ეტაპამდე, ნუ გავაკეთებთ, რომ ნულები მივუმატოთ