ლევან რატიანი : იტალიაში რაც ხდება, გამოიწვია ღლიცინმა, სამი მიცვალებული გვყავს ამ ეტაპამდე, ნუ გავაკეთებთ, რომ ნულები მივუმატოთ

იტალიაში რაც ხდება, გამოიწვია ღლიცინმა, სამი მიცვალებული გვყავს ამ ეტაპამდე, ჩვენი უპასუხისმგებლობის გამო, ნუ გავაკეთებთ, რომ ნულები მივუმატოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

„მსოფლიოს ნებისმიერი წამყვანი ქვეყანა, სადაც ბუმბერაზი სამედიცინო დაწესებულებები აქვთ, ვერ გაუმკლავდნენ ვირუსს უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. ბატონმა პაატა იმნაძემ რატომ თქვა, იცით? უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. იტალიაში რაც ხდება, გამოიწვია ღლიცინმა, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

რადგანაც დავიჭირეთ, მხოლოდ სამი მიცვალებული გვყავს ამ ეტაპამდე, ჩვენი უპასუხისმგებლობის გამო, ნუ გავაკეთებთ, რომ ნულები მივუმატოთ. ჩვენც ნუ დაგვხოცავთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : კორონავირუსისგან მეორე ორსულიც გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოს დღეს დატოვებს
შემდეგი სტატიასუს-ი : დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები