კახა კალაძე : შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ

ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დარჩნენ სახლში.

„ჩვენც, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მინდა, თითოეულ ადამიანს გთხოვო, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია და ის თხოვნა, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში გვესაუბრებიან ჩვენი ექიმები, დარგის სპეციალისტები. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ნაკლები დანაკარგის გარეშე გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. სააღდგომო დღეები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ მომდევნო კვირების, დღეების განმავლობაში დამატებითი პრობლემები არ შეგვექმნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიავსტრიაში, სლოვენიასა და უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასურსათო ქსელ „სპარის“ ვაუჩერები გადაეცათ
შემდეგი სტატიალევან რატიანი : კორონავირუსისგან მეორე ორსულიც გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოს დღეს დატოვებს