კურსკის ოლქში პუტინის ჯარის 2 საბრძოლო საცავი გაანადგურეს

მედიაში ვრცელდება უახლესი კადრები, სადაც კარგად ჩანს როგორ გაანადგურეს „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის მოხალისეებმა უკრაინის საზღვართან მდებარე კურსკის ოლქის სოფელ ტიოტკინეში პუტინის ჯარის ორი საბრძოლო საცავი.

“სანამ პუტინის არმია ანგრევს სახლებს, ლეგიონის არტილერისტებმა დელიკატურად გაანადგურეს პუტინის ჯარების 2 საბრძოლო საცავი ტეტკინოში” – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტეტკინოს რაიონში საზღვრის გარღვევის მცდელობა დაადასტურა კურსკის ოლქის გუბერნატორმა, თუმცა ის ამტკიცებს, რომ რუსეთის FSB-მ და შეიარაღებული ძალების სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებმა ლეგიონს არ მისცეს ამის უფლება.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და ალიანსის წევრობის ასპირანტია – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიააეროპორტიდან, კლინიკაში, შემდეგ კი პირდაპირ იზოლატორში – რა ვითარებაში დააკავეს ირანის მოქალაქე